saqarTvelos mwvervalebi - ladevali
ლადევალი, ლედვალი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების - მდინარეების ნაკრისა და დოლრის წყალგამყოფ ცალგმილის ქედის სამხრეთ ბოლოზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3488 მ. აგებულია თერული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა მდინარე ნაკრის ხეობიდან.